„ა“ ლიგაში დღეს გამართული მატჩებიდან ბოლოში ერთმანეთს ერთპიროვნულ ლიდერი „კაკტუსი“ და სეუ დაუპირისპირდნენ. რა თქმა უნდა, ფავორიტად „კაკტუსი“ ითვლებოდა და ამ გუნდმა პირველი მეოთხედი 14 ქულის სხვაობით - 30:16 მოიგო. „კაკტუსს“ უპირატესობა არც დარჩენილ დროში დაუკარგავს, მეტოქე 87:65 დაამარცხა და ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი - 19 ქულა სეუ-ს ლეგიონერმა კამარამ დააგროვა, მაგრამ მისმა გარჯამ თანაგუნდელებს ვერ უშველა. „კაკტუსის“ კალათბურთელებიდან 18-18 ქულით ყველაზე შედეგიანები ბექა ჩიკვილაძე, დავით ლომიძე და ამერიკელი ლეგიონერი დენიელ უილიამსი იყვნენ.
ამრიგად, 24 თებერვლისათვის, ჩემპიონატს ერთპიროვნულად „კაკტუსი“ ლიდერობს, რომელსაც 1 ქულით „წყალტუბო“ ჩამორჩება.
სეუ - კაკტუსი 65:87 (16:30, 14:18, 16:21, 19:18)