ფეხბურთი

16:46 | 24.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხიზანიშვილი “ინტერს” კვირის ბოლოს შეუერთდება

ზურაბ ხიზანიშვილს ტრავმა ჰქონდა და ამის გამო ბაქოს “ინტერის” ბოლო მატჩები გაუცდა. ხიზანიშვილი კუნთის ტრავმას თბილისში მკურნალობდა - საქართველოს ეროვნული ნაკრების ექიმ მერაბ ვარძუკაშვილთან. “ხიზანა” კვირის ბოლოს ჩავა ბაქოში და გუნდს შეუერთდება.

აზერბაიჯანში ხშირია ფეხბურთელთა კუნთის ტრავმები და ეს ხელოვნური მოედნების ბრალია. ამავე მიზეზით იყო დაშავებული “ინტერის” კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ნიკა კვეკვესკირი.

0.11952