რაგბი

14:06 | 24.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

მასობრივი ჩხუბი რასობრივ ნიადაგზე (+VIDEO)

მასობრივი ჩხუბი მოხდა სამხრეთაფრიკულ ბლუმფონტეინში გამართულ სარაგბო მატჩში, რომელშიც ერთმანეთს თავისუფალი შტატისა და ნელსონ მანდელას სახელობის უნივერსიტეტის გუნდები დაუპირისპირდნენ. საგანგაშო ის გახლავთ, რომ ცემა-ტყეპის დროს მხარეები კანის ფერის მიხედვით იყვნენ გაყოფილნი. შავკანიანი ქომაგები იმანაც გააღიზიანა, რომ სამართალდამცავებმა ჩხუბის დროს თეთრკანიანთა მხარე დაიკავეს და რეზინის ტყვიებსაც მეტწილად მათ ესროდნენ.

0.118162