“მემფის გრიზლის” ცენტრი მარკ გასოლი გუნდს სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
გასოლმა რამდენიმე დღის წინ “პორტლენდთან” მატჩში ფეხი დაიზიანა. ესპანელმა ოპერაცია გაიკეთა და აღდგენითი პროცესი როგორც ჩანს ამ სეზონში ვეღარ მოესწრება.
მიმდინარე სეზონში მარკმა 52 შეხვედრა ჩაატარა და საშუალოდ ერთ შეხვედრაში 16.6 ქულას, 7 მოხსნას და 3.8 პასს აგროვებდა.