დასრულდა საქართველოს თასის 2015-16 წლების სეზონის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს სუპერლიგის ბოლოადგილოსანი "აკადემია" და "ა" ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი "ვითა" დაუპირისპირდნენ.
მატჩი "ვითას" უპირატესობით დაიწყო, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ, დიდი ანგარიშით - 49:29 დაწინაურდა. მესამე მეოთხედში ანგარიშში სხვაობამ 20 ქულას გადააჭარბა, საბოლოოდ კი, ვითამ 84:61 იმარჯვა და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე "დინამო" იქნება.
გასულ შეხვედრაში ყველაზე კარგი შედეგი "ვითას" ამერიკელმა ლეგიონერმა - მძიმე ფორვარდმა ომარ ტომასმა აჩვენა, რომლის ანგარიშზეც 22 ქულა, 9 მოხსნა და 7 პასია. "აკადემიას" შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ასევე ამერიკელი ლეგიონერი - უკანახაზელი ჩარლზ ედუარდ სთროუბრიჯი. მან 18 ქულა დააგროვა და ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა.
შეგახსენებთ, რომ უკვე ნახევარფინალში არიან გასულნი სუპერლიგის მონაწილეები - "სოხუმი", "რუსთავი" და "ბათუმი", ნახევარფინალის მონაწილე მეოთხე გუნდი კი "დინამო"-"ვითას" შორის გამარჯვებული იქნება.
აკადემია - ვითა 61:84 (13:19, 16:30, 15:21, 17:14)