ჩოგბურთი

20:36 | 23.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი: “მინდა მე-700 გამარჯვება დუბაიში ვიზეიმო”

“დუბაის” ტურნირზე ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტომი რობრედო 6:1, 6:2 გაანადგურა და კარიერაში ერთეულთა თანრიგში 699-ე შეხვედრა მოიგო. მატჩის შემდეგ ნოვაკმა მცირე კომენტარი გააკეთა.

“რა თქმა უნდა, ყველა მიღწევა განსაკუთრებულია. მინდა ამ ტურნირზევე მოვიგო მე-700 მატჩი, მაგრამ ეს არ შეცვლის დამოკიდებულებას მომდევნო მატჩზე. როცა ამას მივაღწევ ძალიან კმაყოფილი ვიქნები”- განაცხადა ჯოკოვიჩმა.

ნოლე “დუბაის” ტურნირის 1/8-ფინალში ტუნისელ მალეკ ჯაზირის შეხვდება, მატჩი 24 თებერვალს გაიმართება.

0.130832