“კლივლენდი” შინ “დეტროიტთან” 88:96 დაამარცხდა. ლებრონ ჯეიმსს მიმდინარე სეზონში სროლის ყველაზე ცუდი პროცენტული მაჩვენებელი ჰქონდა. “მეფემ” 18 სროლიდან მხოლოდ 5 ჩააგდო (28%).
ლებრონმა გუნდს 12 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი შესძინა.
“კლივლენდი” 40 მოგებით 15 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.