ლოს ანჯელეს “ლეიკერსის” ლეგენდა კობი ბრაიანტი ნბა-ს რეგულარულ სეზონში 3-ქულიანის მაჩვენებლით რაშარდ ლუისს გაუტოლდა და მეთერთმეტე ადგილზე გადაინაცვლა.
“მილუოკთან” წაგებულ მატჩში (108:101) კობიმ 5 მცდელობიდან ერთი სამქულიანი ჩააგდო და სულ კარიერაში 1787 სამქულიანი დაუგროვდა, ლუისსაც ზუსტად ამდენივე აქვს ჩაგდებული.
შეგახსენებთ, რომ ნბა-ს რეგულარ სეზონში ყველაზე მეტი სამქულიანი რეი ალენს აქვს ჩაგებული – 2973.