ფეხბურთი

15:34 | 23.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლამის საიუბილეო თამაში ჩემპიონთა ლიგაზე

მიუნხენის “ბაიერნის” კაპიტანი ფილიპ ლამი დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგაზე საიუბილეო, მე-100 შეხვედრას ჩაატარებს. ლამის “ბაიერნი” მოგეხსენებათ, ტურინში, “იუვენტუსს” ეთამაშება.

“ჩემი დებიუტი მახსოვს. სულ ერთი წუთი ვითამაშე და ბურთთან შეხებაც ერთხელ მოვასწარი. როდესაც ვიხსენებ ჩატარებულ მატჩებს, ვამაყობ, რომ ისეთი ფეხბურთელების წინააღმდეგ მითამაშია, როგორებიც იკერ კასილიასი, ჩავი, ანდრეს ინიესტა, სერხიო რამოსი არიან.

როცა “შტუტგარტში” ვთამაშობდი “მანჩესტერ იუნაიტედთან” და “ჩელსისთან” მომიწია დაპირისპირება. პოლ სქოულზის, რაიან გიგზისა და ჯონ ტერის პირისპირ მითამაშია. ახლა კი, ჯანლუიჯი ბუფონს უნდა ვეთამაშო. ბუფონი არის “იუვენტუსი”, - ამბობს ლამი.

ფილიპს ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი 2002 წელს ჰქონდა, როცა “ბაიერნისა” და “ლანსის” (3:3) მატჩის ბოლო წუთზე ოტმარ ჰიტცფელდმა თინეიჯერ ბიჭუნას მოედანზე უხმო. მას შემდგომ ლამმა ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე “შტუტგარტის” შემადგენლობაშიც მოასწრო თამაში.

0.118423