კატალონიის “ბარსელონას” ვარსკვლავ ლიონელ მესის ლონდონის “არსენალის” მეკარე პეტერ ჩეხისთვის გოლი არასდროს გაუტანია. არადა, მესის ვეტერანი ჩეხი კიპერის წინააღმდეგ თამაში აქამდე 6-ჯერ მოუწია, ერთხელ კი მის კარში თერთმეტმეტრიანიც ვერ გაიტანა (კარს ააცილა).
აღნიშნულზე დღევანდელი მატჩის წინ კომენტარი თავად ჩეხმა გააკეთა და თქვა, რომ მზადაა მესიმ სამი გოლი გაუტანოს, ოღონდ მომდევნო ეტაპზე მისი გუნდი გავიდეს... იქვე, “ჩელსის” ექსკიპერმა კატალონელთაგან ყველაზე სახიფათო მოთამაშეც დაასახელა.
“არ ვიცი რამდენ მეკარეს არ გაუშვია არასდროს გოლი მესისგან. ბოლოს მის წინააღმდეგ 2012 წლის 24 აპრილს, “ჩელსის” რიგებში “კამპ ნოუზე” (2:2) ვითამაშე და ფინალში გავედით, მერე კი თასიც მოვიგეთ. ამჯერად, მზად ვარ მესიმ 3 გოლი გამიტანოს, ოღონდ მომდევნო ეტაპზე თუ “არსენალი” გავა.
მესი, სუარესი, ნეიმარი? – ეჭვგარეშეა, მათი ყველზე სახიფათო ფეხბურთელი ანდრეს ინიესტაა”, - ამბობს ჩეხი.
“არსენალისა” და “ბარსელონას ორმატჩიანი დუელის პირველი რაუნდი დღეს, “ემირეითს სთედიუმზე” გაიმართება.