კალათბურთი

23:54 | 22.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბოსნიელებს მარკოვიჩი დაარიგებს

ბოსნია-ჰერცეგოვინის საკალათბურთო ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ის ადგილობრივი სპეციალისტი ნენად მარკოვიჩი გახლავთ, რომელიც ბოლოს თურქულ “ტრაბზონსფორში” მუშაობდა და ეს კლუბი სწორედ რამდენიმე დღის წინ დატოვა.

47 წლის მარკოვიჩის თავკაცობით, ბოსნიელთა უმთავრესი მიზანი 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა იქნება. შეგახსენებთ, რომ შესარჩევ ციკლში ბოსნია-ჰერცეგოვინა C ჯგუფში მოხვდა და ჭიდილი რუსეთის და შვედეთის ნაკრებებთან მოუწევს.

0.114416