კალათბურთი

23:27 | 22.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დალასმა” დევიდ ლი შეიმატა

ზაზა ფაჩულიას “დალას მავერიქსმა” კონტრაქტი გაუფორმა დევიდ ლის, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა. კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 32 წლის მძიმე ფორვარდის შემატება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც “მავერიქსიდან” ჯონ ჯენკინსის გაშვების შემდეგ, ადგილი გამოთავისუფლდა.

ლის ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 725 მატჩი აქვს ჩატარებული. დევიდს “ნიუ იორკში”, “გოლდენ სტეიტსა” და “ბოსტონში” უთამაშია, მისი საშუალო მაჩვენებლები კი 14.4 ქულა, 9.2 მოხსნა და 2.3 პასი გახლდათ. ლი “მავერიქსის” რიგებში 42-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

0.115632