“დალას მავერიკსის” 37 წლის გერმანელმა ფორვარდმა დირკ ნოვიცკიმ “ფილადელფიასთან” (129:103) მოგებულ მატჩში 18 ქულა ჩაგდო და კარიერაში 29 008 ქულა დაუგროვდა. დირკი ნბა-ს ისტორიაში გახდა მეექვსე კალათბურთელი, ვინც 29 000-ქულიანი ზღვარი გადალახა.
ნოვიცკი მხოლოდ 5 კალათბურელს ჩამორჩება: უილტ ჩემბერლენი – 31 419 ქულა, მაიკლ ჯორდანი - 32 292, კობი ბრაიანტი - 33 290, კარლ მელოუნი - 36 928, ქარიმ აბდულ-ჯაბარი – 38 387.