ცნობილი ურუგვაელი თავდამსხმელი დიეგო ფორლანი ბურთს 36 წლის ასაკშიც მაღალ დონეზე აგორებს. "ატლეტიკოს" ექსფორვარდი ამჟამად მშობლიური მონტევიდეოს "პენიაროლის" რიგებში ირჯება და თანაც გადასარევად. დიეგომ დღეს გამთენიისას ურუგვაის ჩემპიონატში ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და "დეფენსორ სპორტნგს" 3 გოლი გაუტანა. ამასთან, ორჯერ თანაგუნდელებს გაატანინა, ხოლო თავად შეხვედრა ფორლანის გუნდმა დიდი ანგარიშით 5:1 მოიგო.
ფორლანის ჰეთ-თრიქი იმითაც ფასეულია, რომ მან თითო გოლი მარჯვენა და მარცხენა ფეხით შეაგდო, ბოლოს კი თავითაც ისეთი გაიტანა, თქვენგან მოწონებული. ჯამში, "ოქროს ბუცის" ექსმფლობელს მიმდინარე სეზონის 17 მატჩში 7 გოლი გაუტანია, ჰეთ-თრიქი კი სამშობლოში დაბრუნების მერე პირველად შეასრულა.