ფეხბურთი

15:28 | 22.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

არაბიძემ სრული დატვირთვით დაიწყო

როგორც იცით, გიორგი არაბიძე ტრავმირებული გახლდათ. ბოლო დღეებში ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, დღეს კი “შახტარში” სრული დატვირთვით დაიწყო. არაბიძე თებერვლის დასაწყისში დაშავდა და 8 თებერვალს ყოფილ გუნდთან თამაში გაუცდა – თბილისის “ლოკომოტივთან”.

“შახტარმა” ევროპის ლიგის 1/16 ფინალში, შინ გერმანულ ”შალკესთან” 0:0 ითამაშა და ხუთშაბათს გელზენკირხენში გაირკვევა გამსვლელის ვინაობა. არაბიძე ევროპის ლიგის განაცხადში შეყვანილია, თუმცა თითქმის გამორიცხულია, რომ “შალკესთან” ათამაშონ. აი, “შახტარი” მომდევნო ეტაპზე თუ გავა, შემდეგ ვნახოთ.

0.186196