კალათბურთი

10:36 | 22.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა (+VIDEO)

ზაზა ფაჩულიას „დალასმა“ „ფილადელფია“ 129:103 გაანადგურა, ქართველ ცენტრს კი ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა.

ფაჩულია სავარაუდოდ შეასრულებდა კიდეც ორმაგ დუბლს, თუმცა მწვრთნელმა ის მხოლოდ 19 წუთით ათამაშა. ზაზა სასტარტო ხუთეულში იყო, მაგრამ თამაში დაძაბული არ გამოდგა და მწვრთნელმაც ის აღარ დატვირთა.

ფაჩულიამ 5-დან 2 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 9 ქულა მიითვალა და ამას 10 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა. დალასელთაგან 21 ქულით ბომბარდირი ვესლი მეთიუზი გახლდათ, დირკ ნოვიცნიმ კი შეხვედრა 18 ქულით დაასრულა.

„დალასმა“ ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ მეორე შეხვედრა მოიგო, თუმცა დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს კვლავ ინარჩუნებს. ფაჩულიას გუნდს 30 მოგება და 27 მარცხი აქვს, მომდევნო შეხვედრას კი 25 თებერვალს შინ „ოკლაჰომასთან გამართავს.

www.gbf.ge

0.140272