ფეხბურთი

10:19 | 22.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

თურქეთში ყველაფერი ხდება: ფეხბურთელი მოედანს მსაჯს ატოვებინებს... (+VIDEO)

თურქეთის სუპერლიგაში ფეხბურთელმა მატჩის მთავარ არბიტრს წითელი ბარათი უჩევნა და მოედნის დატოვებისკენ მოუწოდა – საქმე ისაა, რომ სუპერლიგის მორიგი კალენდარული ტურის მატჩისას, რომელშიც ერთმანეთს სტამბულის “გალათასარაი” და “ტრაბზონსფორი” ხვდებოდნენ (2:1), შეხვედრის მიწურულს სტუმართა კარში მთავარმა მსაჯმა დენიზ ბიტნელმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა და თან მოედნიდან მცველი პედრო ლუის კავანდა გააძევა. აღნიშნული მომენტით აღშფოთებულმა კავანდას თანაგუდნელმა სალიჰ დურსუნმა კი პატივცემულ ბიტნელს წითელი ბარათი წაართვა და მასვე უჩვენა...

საბოლოოდ, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ წითელ ბარათს ხელი თავად “ტრაბზონსფორის” ფეხბურთელმა გამოკრა. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ტრაბზონელებს დურსუნისა და კავანდას გარდა, მანამდე კიდევ ორი მოთამაშე ოზერ ჰურმაჩი და აიქუტ დემირი გაუძევეს. თავად მატჩი კი, “გალათასარაიმ” სწორედ იმ პენალტით მოიგო, რომელსაც ზემოხსენებული აჟიოტაჟი მოჰყვა...

0.115136