ჩოგბურთი

1:05 | 22.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა დოჰას ტურნირზე ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ყატარში იმყოფება და მომავალ კვირაში დოჰას პრესტიჟული ტურნირის (საპრიზო ფონდი 2 818 000 დოლარი) წყვილთა თანრიგში ითამაშებს.

კალაშნიკოვა ტაივანელ ჩია-იუნ ჩუანგთან გახლავთ შეამხანაგებული და საწყის წრეში ჩინელებს – ქსუს და ჟენგს დაუპირისპირდება.

საწყისი ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ქართველი და ტაივანელი ჩოგბურთელები 105-105 სარეიტინგო ქულას მიიღებენ, კიდევ უფრო საინტერესო კი ისაა, რომ მერვედფინალში თამაში მსოფლიოს უძლიერეს წყვილთან (მარტინა ჰინგისი-სანია მირზა) მოუწევთ.

ამჟამად, კალაშნიკოვას აქტივში 1260 ქულაა და მას ვტა-ს წყვილთა კლასიფიკაციაში 61-ე ადგილი უკავია.

0.117837