ფეხბურთი

15:20 | 21.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

მბაპემ ანრის შედეგი გააუმჯობესა

“მონაკოს” შემტევი კილიან მბაპე-ლოტინი გახდა კლუბის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ფრანგული გუნდის მაისურით ოფიციალურ მატჩში გაიტანა. აფრიკული ფესვების მქონე მოთამაშე 17 წლის და 62 დღის გახლდათ. ინფორმაციას “მონაკოს” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ფეხბურთელმა თავი “ტრუასთან” მოგებულ (3:1) მატჩში ბოლო წუთზე გატანილი გოლით გამოიჩინა. კილიანმა ტიერი ანრის შედეგი გააუმჯობესა. “მონაკოს” ყოფილი ფეხბურთელი პირველი გოლის ავტორი 17 წლის და 8 თვის ასაკში გახდა.

0.11922