“მილანის” პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ ჯანლუიჯი დონარუმას ტრანსფერთან დაკავშირებით წინადადებებს არც კი განიხილავს. “როსონერის” 16 წლის მეკარით ლონდონის “ჩელსი” და “ბარსელონა” ინტერესდებიან.
“დონარუმა” კარგად თამაშობს და ფორმაში შედის. ვფიქრობ, იგი მომავალში “მილანის” სახე გახდება. 16 წლის ასაკში მეკარემ ყველა გააოცა. ჯანლუიჯი სხვა კლუბში არ გადავა, რამდენიც უნდა შემოგვთავაზონ. დონარუმა “მილანის” კარს კიდევ 20 წელიწადი დაიცავს.” – განუცხადა Mediaset-ს ბერლუსკონიმ.
ახალგაზრდა იტალიელი “მილანის” სარეზერვო გუნდიდან მთავარ გუნდში მიმდინარე სეზონის დაწყებამდე გადაიყვანეს. ფეხბურთელმა უკვე 17 თამაში ჩაატარა და 13 გოლი გაუშვა, 6 შეხვედრაში კი კარის მშრალად შენახვა მოასწრო.
დონარუმა 17 წლის 25 თებერვალს გახდება. სეზონის დაწყებამდე ფეხბურთელის სარანსფერო ღირებულება 500 ათას ევროს შეადგენდა, 4 იანვრის მონაცემებით კი 5 მილიონ ევროდაა შეფასებული.