“ტოტენჰემის” ნახევარმცველი ტომ კეროლი გუნდს 7-დან 10 დღის განმავლობაში აქილევსის მყესის დაზიანების გამო ვერ დაეხმარება. აღნიშნული ინფორმაცია Sky Sports-ს “მამლების” თავკაცმა მაურისიო პოჩეტინომ დაუდასტურა.
კეროლმა ტრავმა “ფიორენტინასთან” (1:1) გამართულ ევროპა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში მიიღო და შესაცვლელი შეიქმნა.
მიმდინარე სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა 24 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.