“მილანის” მცველმა ალესიო რომანოლიმ შესაძლოა “ნაპოლისთან” 22 თებერვალს გასამართი იტალიის ჩემპიონატის 26-ე ტურის მატჩი გამოტოვოს. როგორც “როსონერის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, იტალიელმა ვარჯიში ავადმყოფობის გამო გააცდინა და ჯერჯერობით უცნობია, მოასწრებს თუ არა ალესიო დაპირისპირებამდე გამოჯანმრთელებას.
“მილანს” მომდევნო შეხვედრაში ტრავმის გამო ვერ დაეხმარებიან ფილიპ მექსესი და როდრიგო ელი.
მიმდინარე სეზონში რომანოლიმ 27 მატჩი ჩაატარა. ფეხბურთელი მილანელებმა “რომასგან” მიმდინარე სეზონის დაწყებამდე გადაიბირეს და მის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადეს.