ძიუდო

19:10 | 20.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

მორიგი ბრინჯაოების შანსი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები დიუსელდორფის გრან პრიზე კიდევ ორი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის. ლაშა შავდათუაშვილს (73 კგ) და გიორგი პაპუნაშვილს (81 კგ) საპრიზო სამეულს თითო გამარჯვება აშორებთ – ორივე რეპეშაჟის ფინალშია და თითო მეტოქის ძლევის შემთხვევაში ბრინჯაოს მედლებთან ერთად 120-120 სარეიტინგო ქულასაც გაინაღდებენ.

შავდათუაშვილი ძირითად ბადეში, ესპანელი ხავიერ რამირესის, ბრაზილიელი მარსელო კონტინისა და იტალიელი ანტონიო ესპოსიტოს ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვთან დამარცხდა. "ბრინჯაოს ფინალში” კი სლოვენიელ როკ დრაკშიჩს დაეჭიდება.

პაპუნაშვილმაც ნახევარფინალით დაასრულა ძირითად ბადეში გამოსვლა, ბელგიელ ჟოაკიმ ბოტიოსთან წაგებით. იქამდე რუსეთის ნაკრების წევრი სირაჟუდინ მაგომედოვი, რუმინელი კრისტიან ბოდირლაუ, პოლონელი ლუკაშ ბლახი და საბერძნეთის ნაკრების წევრი რომან მუსტოპულოსი ჩამოიშორა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი გერმანელ დომინიკ რესელლს შეხვდება.

დღესვე გერმანულ ტატამზე საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი გავიდა – ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) საწყის ეტაპზევე დამარცხდა.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

0.116087