ფეხბურთი

21:11 | 20.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” მზადაა 19 წლის ფეხბურთელში 24 მილიონი გადაიხადოს

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და ამსტერდამის “აიაქსის” ნახევარმცველმა რიშედლი ბაზურმა შესაძლოა კარიერა ლონდონის “ჩელსიში” გააგრძელოს. როგორც Daily Mail-ი იუწყება, “არისტოკრატები” მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 24 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადონ.

ბაზურისადმი ინტერესს “მანჩესტერ სიტი” და “ბარსელონაც” იჩენენ და მათი სკაუტები ჰოლანდიელის თამაშს თვალს ადევნებენ. რიშედლისადმი მოთხოვნა მას შემდეგ გაიზარდა, რაც დანი ბლინდმა იგი ჰოლანდიის ნაკრებში მიიწვია.

მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა 30 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება მიმდინარე სეზონში 3.5-დან 9 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

0.123371