ფეხბურთი

23:20 | 20.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“რომა” “იუვენტუსს” მოუტინიოს გადაბირებაში შეეცილება

“რომას” მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ კლუბის ხელმძღვანელობას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “მონაკოს” ნახევარმცველის, ჟოაო მოუტინოს ყიდვა სთხოვა. ინფორმაციას Calciomercato ავრცელებს.

56 წლის იტალიელ სპეციალისტს ფლეიმეიქერის პოზიციაზე მირალემ პიანიჩის თამაში არ მოსწონს და მის ნაცვლად გუნდში პორტუგალიელს მოიაზრებს. სპალეტის მოუტინიოს გადაბირება “ზენიტის” მწვრთნელობის დროსაც სურდა, თუმცა მაშინ ნახევარმცველმა რუსეთში თამაში იუარა. ფეხბურთელისადმი ინტერესს “იუვენტუსიც” იჩენს და შესაბამისად, იტალიურ კლუბებს შორის კონკურენცია გაჩაღდება.

მიმდინარე სეზონში მოუტინიომ 33 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. ნახევარმცველს “მონაკოსთან” კონტრაქტი 2018 წლის ივლისამდე აკავშირებს. ჟოაოს ტრანსფერი 18 მილიონ ევროდაა შეფასებული.

0.160862