იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი და “რომას” ფეხბურთელი ფრანჩესკო ტოტი მიმდინარე სეზონის ბოლოს კარიერის დასრულებას აპირებს. ინფორმაციას fichajes.net-ი ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება 39 წლის ფეხბურთელმა შესაძლოა უთამაშებლობის გამო მიიღოს. ტოტი მიმდინარე სეზონში სასტარტო შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდება და მოედანზეც საშუალოდ 36 წუთს ატარებს.
“რომას” აკადემიის აღზრდილმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ტოტის კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.