ფეხბურთი

18:22 | 20.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნს” გიოტცე და ბენატია გამოუჯანმრთელდა

გერმანიის ჩემპიონ მიუნხენის “ბაიერნის” რიგებში მატებაა. კერძოდ, “რეკორდმაისტერს” ლაზარეთიდან ერთბაშად ორი ფეხბურთელი მარიო გიოტცე და მეჰდი ბენატია დაუბრუნდა. ჯერჯერობით უცნობია ათამაშებს თუ არა გიოტცეს პეპ გვარდიოლა დამდეგ სამშაბათს “იუვენტუსთან” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, მაგრამ ბენატია კი დიდი ალბათობით, ტურინში სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

მაროკოელ მცველს მიმდინარე სეზონში ტრავმები სტანჯავს და მოედანზე თითქმის არც გასულა, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ “ბაიერნში” ტრავმების ეპიდემიაა, უფრო მეტად ცენტრალურ მცველებში, პეპს სხვა გზა არ რჩება.

ისე კი, ერთი კვირის წინ, მიუნხენელებს კიდევ ორი ფეხბურთელი, ფრანკ რიბერი და სერდარ ტასკი გამოუჯანმრთელდა.

0.112948