ტურინის “იუვენტუსმა” სერია A-ს 26 ტურში “ბოლონიას” ვერაფერი დააკლო და ნულოვან ფრეს დასჯერდა. ამასთან, ტურინულმა გრანდმა აღნიშნულ მატჩში პირადი ანტირეკორდი დაამყარა. საქმე ისაა, რომ “ბებერმა ქალბატონმა” ემილიელთა კიპერ ანტონიო მირანტეს შეწუხება ერთხელაც ვერ შეძლო...
ასეთი რამ კი, ბოლოს “იუვეს” 5 წლის წინ, 2010-2011 წლების სეზონში “მილანთან” (0:1) საშინაო მატჩისას გადახდა თავს. აღსანიშნავია, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდმა “რენატო დალ არაზე” 15 მატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა და “ინტერის” რეკორდის დამხობის შანსი ამ დროისთვის დაკარგა.