ნორვეგიულ ლილეჰამერში მიმდინარე ზამთრის II ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, სამთო თხილამურობის მორიგ დისციპლინაში – სლალომში 28-ე ადგილი დაიკავა 17 წლის მესტიელმა მოთხილამურემ ბესარიონ ჯაფარიძემ.
შეჯიბრებაში სულ 42 სპორტსმენი მონაწილეობდა. ჯაფარიძემ პირველ ცდაზე 33-ე შედეგი აჩვენა, ხოლო მეორეზე – 28-ე.
საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: 1. მანუელ ტრენინგერი (ავსტრია); 2. ფილიპ ვინერსტრომი (შვეცია); 3. ოდინ ბრეივიკი (ნორვეგია).
მედლების საერთო რაოდენობით ლიდერობენ სამხრეთ კორეელი სპორტსმენები: 8 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო; მეორე ადგილზეა აშშ (7 ოქრო, 5 ვერცხლი), მესამეზე – რუსეთი (4 ოქრო, 5 ვერცხლი და 8 ბრინჯაო).
სულ მედალოსანთა შორის 25 ქვეყნის წარმომადგენლები არიან.