ლონდონის “ჩელსის” კაპიტანი ჯონ ტერი “მანჩესტერ სიტისთან” გასამართ ასოციაციის თასის მერვედფინალურ მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია “არისტოკრატების” თავკაცმა გუს ჰიდინკმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა.
ინგლისელმა მუხლქვედა მყესების დაზიანება “ნიუკასლთან” მოგებულ (5:1) პრემიერლიგის 26-ე ტურის მატჩში მიიღო. შემდეგ ტერიმ პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის მატჩი გამოტოვა. მცველი ვარჯიშობს, თუმცა მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
ასოციაციის თასი მერვედფინალური მატჩი “ჩელსისა” და “სიტის” შორის “სტემფორდ ბრიჯზე” 21 თებერვალს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.