უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის ცენტრალურ მატჩამდე ცოტა დრო რჩება და ჟურნალისტები ტურინის “იუვენტუსისა” და მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელებს მოსვენებას არ აძლევენ. მედიის წარმომადგენელთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით კი ფრანგი პოლ პოგბა სარგებლობს, რომელმაც გერმანულ Sport Deutschland-ს საიდუმლო გაუმხილა: პოლს თურმე მომავალში პეპ გვარდიოლას შეგირდობა სდომებია...
“ბაიერნს” ვუყურებ და მათი თამაში მომწონს. ფეხბურთელებში კი ტომას მიულერს გამოვყოფდი. გვარდიოლას რაც შეეხება, დიდი გამოცდილება გააჩნია და მისი სათამაშო ფილოსოფია ძალიან ლამაზია.
ამ მომენტში მხოლოდ “იუვენტუსზე” ვფიქრობ, მაგრამ მომავალში არავინ იცის რა მოხდება. გვარდიოლასთან სიამოვნებით ვიმუშავებდი”, - თქვა პოგბამ.
“იუვენტუსისა” და “ბაიერნის” შეხვედრა კი 23 თებერვალს ტურინში გაიმართება, ხოლო სამი კვირის შემდეგ მატჩს მიუნხენის “ალიანს არენა” უმასპინძლებს.