უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპა ლიგის პირველი მეთექვსმეტედფინალური მატჩების შემდგომ ტრადიციულად სიმბოლური ნაკრები გამოქვეყნა. გამოსარჩევია, რომ 11-ეულში 11 სხვადასხვა გუნდის წარმომადგენელი მოხვდა. ისიც სათქმელია, რომ დამარცხებულ გუნდების წევრთაგან ერთადერთი ფეხბურთელი, ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარე სერხიო რომერო გამოარჩიეს.
მართალია, “წითელი ეშმაკების” არგენტინელმა კიპერმა დანიაში “მიდტიულანდთან” ორი გოლი გაუშვა და თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა, მაგრამ რომ არა მისი რამდენიმე კარგი სეივი, ინგლისელები მოკრძალებულ მეტოქესთან გაცილებით სოლიდური სხვაობით დამარცხდებოდნენ.
სიმბოლური კი შემდგენაირია:
მეკარე: სერხიო რომერო (“მანჩესტერი”)
მველები: ტინ იედვაი (“ლევერკუზენი”), ლუკაშ პიშჩეკი (“დორტმუნდი”), კიან ჰანსენი (“მიდტიულანდი”), სერიჟნ მბოდჯი (“ანდერლეხტი”)
ნახევარმცველები: რაფა სილვა (“ბრაგა), სოუზა “(ფენერბახჩე”), დენის სუარესი (“ვილიარეალი”)
თავდამსხმელები: სანტი მინა (“ვალენსია”), არიც ადურისი (“ბილბაო”), ფერნანდო ლორენტე (“სევილია”)