ფეხბურთი

16:12 | 19.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ჭიათურას” ვლადიმერ ხაჩიძე წვრთნის

“ჭიათურას” მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ხაჩიძე გახდა. ზემოიმერლები პირველ ლიგაში მე-14 ადგილზე (ბოლოდან მეხუთეზე) არიან და ადგილის შენარჩუნებას ეცდებიან. ლიგიდან სამი გუნდი ვარდება.

ხაჩიძის თავკაცობით “ჭიათურამ” ერთი ამხანაგური მატჩი გამართა და პირველი ლიგის მესამეადგილოსან “ბორჯომთან” 0:2 წააგო. ვლადიმერ ხაჩიძე გამოცდილი მწვრთნელია და პროლიცენზიაც აქვს. უმაღლესი ლიგის არაერთ გუნდსაც თავკაცობდა: ხაშურის “ივერიას”, გორის “დილას”, თბილისის “ვიტ ჯორჯიას”, “ბორჯომს”, ცხინვალის “სპარტაკს”, “გაგრას”.

0.114474