ფეხბურთი

21:42 | 18.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის კვირის გუნდი

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის 4 თამაშის შემდეგ ტრადიციული სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა. ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო 11-ეულში ყველაზე მეტი, 3 წარმომადგენელი მადრიდის "რეალს" ჰყავს: კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც იტალიურ "რომას" ულამაზესი გოლი გაუტანა და მცველები - რაფაელ ვარანი და მარსელო.

სიმბოლურში მოხვდა გერმანული "ვოლფსბურგის" შემტევი იულიან დრაქსლერი. გერმანელმა ნახევარმცველმა ბელგიის ჩემპიონ "გენტთან" დიდებული თამაში ჩაატარა და მეტოქეს ორი მშვენიერი გოლი გაუტანა.

აღსანიშნავია, რომ უეფას უყურადღებოდ არც დამარცხებული გუნები დაუტოვებია. კერძოდ, ლონდონის "ჩელსიდან" გარი კეჰილი და ვილიანი მოახვედრა სიმბოლურში, ხოლო "რომადან" მცველი ანტონიო რუდიგერი.

ჩემპიონთა ლიგის 2016 წლის პირველი სიმბოლური ნაკრები კი შემდეგნაირია:

მეკარე: კევინ ტრაპი (პსჟ)

მცველები: ანტონიო რუდიგერი ("რომა"), გარი კეჰილი ("ჩელსი"), რაფაელ ვარანი ("რეალი"), მარსელო ("რეალი")

ნახევარმცველები: ვილიანი ("ჩელსი"), რენატო სანჩესი ("ბენფიკა"), იულიან დრაქსლერი ("ვოლფსბურგი")

თავდამსხმელები: მაქს კრუსე ("ვოლფსბურგი"), ჟონასი ("ბენფიკა"), კრიშტიანუ რონალდუ ("რეალი")

0.115863