პსჟ-ს ნახევარმცველმა ხავიერ პასტორემ “ჩელსისთან” 2:1 მოგებულ შეხვედრაში საზარდულის ტრავმა მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას L"equipe ავრცელებს.
არგენტინელის ნაცვლად “ჩელსისთან” მატჩში 81-ე წუთზე ბლეზ მატუიდი გამოვიდა.
წყაროს ცნობით, შაბათს “რეიმსთან” მატჩში პასტორე გუნდს ვერ დაეხმარება.