სერბმა ჩოგბურთელმა ანა ივანოვიჩმა ბოლო ორი წლის განამვლობაში პირველად მოახერხა ტოპ სამი ჩოგბურთელის დამარცხება.
დუბაის ტურნირზე ანამ მსოფლიოს ნომერ მესამე ჩოგბურთელ რუმინელ სიმონა ჰალეპს 7:6, 6:2 მოუგო. ივანოვიჩმა 2 ეისი ჩააწოდა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა. სერბმა 8 შესაძლებლობიდან 6 ბრეიკი შეასრულა.