ძიუდო

14:45 | 18.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები დიუსელდორფის გრან პრიზე იასპარეზებს

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები 19-21 თებერვალს, გერმანიაში დიუსელდორფის გრან პრიზე გამოვლენ, სადაც მსოფლიოს 89 ქვეყნის 572 ძიუდოისტი იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრები პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე 11 კაცით გამოვა, ნაკრების თავკაცის ირაკლი უზნაძის გადაწყვეტილებით გუნდი გერმანიაში გადახალისებული შემადგენლობით იჭიდავებს. ნაკრების ლიდერები - ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) ამჯერად დაისვენებენ. დიუსელდორფის გრან პრის გამარჯვებული 300 ქულას მიიღებს, მეორე ადგილოსანი 180-ს, ხოლო ბრინჯაოს მედალოსანი 120-ს.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხი გადასცემს.

დიუსელდორფის გრან პრის შემდეგ, მომდევნო გრან პრი თბილისში 25-27 მარტს გაიმართება. ტურნირი ახალ სპორტის სასახლეში ჩატარდება.

დიუსელდორფის გრან პრი, 19-21 თებერვალი

18 თებერვალი - კენჭისყრა
19 თებერვალი: ქალები -48, -52, -57; კაცები -60, -66
20 თებერვალი: ქალები -63, -70; კაცები -73, -81
21 თებერვალი: ქალები -78 +78; კაცები -90, -100, + 100.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დიუსელდორფის გრან პრიზე

-60კგ - ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
-66კგ - ვაჟა მარგველაშვილი, ბექა შავდათუაშვილი
-73კგ - ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი
-81კგ - გიორგი პაპუნაშვილი
-100კგ - ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ტაველური
+100კგ - ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი

სპორტის სამინისტროს პრესსამსახური

0.115023