“რომასა” და მადრიდის “რეალს” შორის რომში გამართული ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის დროს ესპანური გუნდის ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ ადგილობრივ გულშემატკივართა შეურაცხყოფის ობიექტი გახდა. როცა ბურთს პორტუგალიელი ეხებოდა, რომაელი ქომაგები მისი მისამართით სხვადასხვა შეურაცხმყოფელ სიტყვებს და “ბარსელონას” შემტევის ლიონელ მესის სახელს სკანდირებდნენ. მიუხედავად ამისა, რონალდუმ შესანიშნავი გოლი გაიტანა, მისმა გუნდმა კი 2:0 იმარჯვა (VIDEO). ამ გუნდების საპასუხო მატჩი მადრიდში 8 მარტს გაიმართება.
რომაელი ქომაგის აგრესიული საქციელი, სავარაუდოდ, კრიშტიანუ რონალდუს წინასამატჩო პრესკონფერენციას უკავშირდება, სადაც პორტუგალიელმა აღნიშნა, რომ “რომას” კარგი ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა იქ არავინ თამაშობს ისეთი, ვისთანაც მაისურის გაცვლის სურვილი აქვს.