“ჰიუსტონ როკეტსის” ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა კარიერის მიწურულს მყოფი კობი ბრაიანტის შესახებ ისაუბრა.
“კობი ჩემი კუმირი იყო. ის ჩემთვის კალათბურთის ხატია. როცა მის თამაშს უყურებ, ეს დიდი ბედნიერებაა. ეს მისთვის ბოლო სეზონია. როცა ვიაზრებ, რომ კობი აღარ ითამაშებს, ძალიან ნაღვლიანი ვხდები. მაგრამ ადრე თუ გვიან ეს მომენტი ყველა სპორტსმენის ცხოვრებაში დგება” – განაცხადა ჰარდენმა.