ძიუდო

18:27 | 17.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

შეხვედრა ძიუდოისტებთან

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი ძიუდოს აკადემიაში საქართველოს ნაკრების ვარჯიშს დაესწრნენ. ამ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეს-სამსახური ავრცელებს.

ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ სტუმრებს გააცნო უახლოესი გეგმები, საოლიმპიადო სამზადისის დეტალები, ისაუბრა ჩვენი გუნდის ლიდერებზე, 60 და 100 კილოგრამ წონით კატეგორიებში ლიცენზიის მოპოვების შანსებზე.

თავის მხრივ, ლერი ხაბელოვმა ხაზი გაუსვა მოახლოებული ოლიმპიური თამაშების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და, შესაბამისად, პასუხისმგებლობას, რომელიც მწვრთნელებს და სპორტსმენებს, მზადების პროცესში ჩართულ თითოეულ ადამიანს აკისრია.

სეოკ-ის პრეზიდენტმა ძიუდოისტებს მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა და იმედი გამოთქვა, რომ გამართლდება ის ოპტიმისტური მოლოდინი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას მომავალ ოლიმპიადასთან და კონკრეტულად – ძიუდოსთან დაკავშირებით აქვს.

0.116154