ქართველმა სოფო შაფათავამ და ესპანელმა ლაურა პოუს-ტიომ ბრაზილიის ქალაქ რიო დე ჟანეიროში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის წყვილთა შეჯიბრის პირველ წრეში მე-4 ნომრად განთესილ დუეტს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა, მარცხს მაინც ვერ გადაურჩნენ.
შაფათავა და პოუს-ტიო “რიო ოუფენის” (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) მერვედფინალში პარაგვაელ ვერონიკა სეპედე როიგს და არგენტინელ მარია ირიგოიენს გაეჯიბრნენ და 3:6, 7:6 (7:4), 6:10 წააგეს.
შეგახსენებთ, რომ შაფათავა რიოს ტურნირის ერთეულთა თანრიგის ძირითად ბადეში გასვლისთვისაც იბრძოდა, თუმცა, კვალიფიკაციის საწყის შეხვედრაში მე-8 რეიტინგის მქონე ესპანელ სარა სორიბეს ტორმოსთან 3:6, 3:6 დამარცხდა.