საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ლიგაში მე-4 მატჩი გამართა და ისევ მარცხი განიცადა, თუმცა, ამაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა. იოვან პოპოვიჩის შეგირდები მსოფლიო წყალბურთის ერთ-ერთ გრანდ, 9-გზის ოლიმპიურ ჩემპიონ უნგრეთს თბილისში დაუხვდნენ და ათბურთიანი სხვაობით წააგეს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე საქართველო იმავე უნგრეთთან სტუმრად 10:17 დამარცხდა, შემდეგ საბერძნეთში 10:18 წაააგო, ხოლო შინ, რუმინეთთან – 11:13. ამჯერადაც, უნგრელთა უპირატესობა აშკარა იყო და მათ, საბოლოოდ, 20:10 (2:1, 7:1, 5:4, 6:4) მოიგეს.
საქართველოს ნაკრებს A ჯგუფში ბოლო ადგილი უკავია, დარჩენილი მატჩების განრიგი კი ასეთია: 26 აპრილი: საქართველო – საბერძნეთი, 10 მაისი: რუმინეთი – საქართველო.
ცნობისთვის, მსოფლიო ლიგის ევროპულ ზონაში 12 უძლიერესი ნაკრები თამაშობს და ქართველი წყალბურთელებისთვის უკვე ამ დონეზე ასპარეზობა დიდ მიღწევად უნდა მივიჩნიოთ.