ინგლისის პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გათამაშების 26-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, სამ-სამი მოთამაშე “ლივერპულიდან” და “ჩელსიდანაა” წარდგენილი.
26-ე ტურის საუკეთესო გუნდი ასეთია:
მეკარე: ვიტო მანონე (“სანდერლენდი”);
მცველები: კოლო ტურე, ნათანიელ კლაინი (ორივე “ლივერპული”), იონას ოლსონი (“ვესტ ბრომვიჩი”), სეზარ აზპილიკუეტა (“ჩელსი”);
ნახევარმცველები: ჯეიმს მილნერი (“ლივერპული”), კრისტიან ერიკსენი (“ტოტენჰემი”), ვილიანი, პედრო როდრიგესი (ორივე “ჩელსი”);
თავდამსხმელები: ტროი დინი (“უოტფორდი”), შეინ ლონგი (“საუთჰემპტონი”).