ფეხბურთი

17:24 | 16.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

იელავიჩი ჩინეთში ითამაშებს

“ვესტ ჰემის” აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი ნიკიცა იელავიჩი კარიერას ჩინეთში განაგრძობს. 30 წლის ფორვარდი “ბეიჯინგ რენჰეში” ოფიციალურად ჩაირიცხა.

ხორვატი ფეხბურთელის სანაცვლოდ ჩინურმა კლუბმა 11.6 მილიონი ევრო გაიღო და თავად მოთამაშეს 2019 წლის 31 დეკემბრამდე გაუფორმა კონტრაქტი.

აღსანიშნავია, რომ “ბეიჯინგ რენჰე” სუპერლიგის მონაწილე კლუბი არაა და მეორე დივიზიონში გამოდის.

იელავიჩმა “ვესტ ჰემის” მაისური 20-ჯერ მოირგო და სამ-სამი გოლით და საგოლე გადაცემით გამოირჩა.

0.113631