ფეხბურთი

16:29 | 16.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დორტმუნდმა” ესპანელი ნახევარმცველი დაიმატა

“დორტმუნდმა” ესპანეთის 19 წლამდე ნაკრებისა და “ოსასუნას” ცენტრალური ნახევარმცველი მიკელ მერინიო გაიფორმა. აღნიშნული ინფორმაცია “ყვითლების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

19 წლის ფეხბურთელი “დორტმუნდს” 2016 წლის 1 ივლისიდან შეუერთდება და “სიგნალ იდუნა პარკზე” 2021 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს. გარიგების ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

მერინიო “ოსასუნას” აღზრდილია. მან მიმდინარე სეზონში ნავარული კლუბის მაისური 22-ჯერ მოირგო და 1 გოლი გაიტანა.

0.117068