ფეხბურთი

15:49 | 16.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკოს” კარასკო და ხიმენესი გამოაკლდნენ

“ატლეტიკოს” მინი მადრიდულ დერბიში “ხეტაფესთან” მოპოვებული საგარეო გამარჯვება (1:0) ძვირად დაუჯდა. აღნიშნულ მატჩში იენიკ ფერეირა კარასკომ ტრავმა მიიღო, ხოლო ხოსე მარია ხიმენესმა ყვითელი ბარათი, რომელიც მისთვის მიმდინარე ლა ლიგაში მე-5 აღმოჩნდა და ავტომატურად ერთმატჩიან დისკვალიფიკაციაში გადაიზარდა.

კარასკომ “ხეტაფესთან” მატჩის 52-ე წუთზე ტერფის ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. ის შაბათს “ვილიარეალის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. ასევე შესაძლოა, რომ მომდევნო კვირაში პსვ-სთან გასამართი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის მატჩი და “რეალთან” ჩასატარებელი მადრიდული დერბი გამოტოვოს.

0.105563