ფეხბურთი

15:25 | 16.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლას ტრავმები და “იუვე” აფიქრებს

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გერმანულ მედიასთან ცენტრალური მცველების ტრავმიანობის გამო დაიწუწუნა. მისივე თქმით, “იუვენტუსი” ევროპის გამორჩეული გუნდია და “რეკორდმაისტერს” მასთან თამაში გაუჭირდება.

“იუვენტუსი” ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. სამწუხაროდ, მათთან თამაში ტრავმირებული ფეხბურთელების ფონზე მოგვიწევს. ბუნდესლიგის ბოლო ორ ტურში ცენტრალური მცველის გარეშე ვითამაშეთ და ასეთი რამ ჩემს სამწვრთნელო კარიერაში არ მომხდარა. იმედია, რომელიმე ცენტრალური მცველი “იუვესთან” თამაშამდე დაგვიბრუნდება, მათ გარეშე კი იტალიელებთან ძალიან გაგვიჭირდება”, - თქვა გვარდიოლამ.

მიუნხენის “ბაიერნის” ლაზარეთში ამჟამად ოთხი ცენტრალური მცველია: მეჰდი ბენატია, ჰოლგერ ბადშტუბერი, ჟერომ ბოატენგი და ხავი მარტინესი. მათგან კი “იუვენტუსთან” თამაშამდე მხოლოდ მაროკოელი მცველის გამოჯანმრთელებას ელიან. “ბაიერნისა” და “იუვეს” შეხვედრა 23 თებერვალს, ტურინში გაიმართება.

0.138978