მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მარადიულ ქალაქში 20 ფეხბურთელი წაიყვანა, სადაც “სამეფო კლუბი” ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში “რომას” დაუპირისპირდება.
“ბლანკოსს” ძირითადი შემადგენლობის მარცხენა მცველი მარსელო დაუბრუნდა, რომელსაც ტრავმა აწუხებდა და ამის გამო, ლა ლიგის გასული ტურის შეხვედრა გამოტოვა. ლაზარეთში რჩებიან: გარეტ ბეილი და პეპე.
ზიდანმა რომში შემდეგ მოთამაშეებს უხმო:
მეკარები: ნავასი, კასილია, იანეზი;
მცველები: რამოსი, ვარანი, ნაჩო, არბელოა, მარსელო, კარვახალი, დანილო;
ნახევარმცველები: კროოსი, მოდრიჩი, კასემირო, ისკო, ხამესი, კოვაჩიჩი;
თავდამსხმელები: ხესე, რონალდუ, ვაზკესი, ბენზემა.