ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანმა ჯანლუიჯი ბუფონმა მორიგი რეკორდი დაამყარა. კერძოდ, 38 წლის ბუფონს სერია A-ში გოლი უკვე 564 წუთია არ გაუშვია, რაც მიმდინარე სეზონის რეკორდია. ბოლოს ჯიჯის კარში გოლი გენუის “სამპდორიას” ფორვარდმა ანტონიო კასანომ გაიტანა. ეს კი, 10 იანვარს, მატჩის 66-ე წუთზე მოხდა. იქედან მოყოლებული ბუფონის კარის ბადის შერხევა 6 თამაშის განმავლობაში ვერავინ შეძლო.
მთლიანობაში კი ამ მხრივ, იტალიის ჩემპიონატის რეკორდი “მილანის” მეკარე სებასტიანო როსის ეკუთვნის, რომელმაც 1993-1994 წლების სეზონში საკუთარი კარი მშრალად 929 წუთის განმავლობაში შეინახა.