თურქეთის ნაკრების თავდამსხმელი ბურაქ ილმაზი ჩინეთში განაგრძობს კარიერას. 30 წლის ფორვარდი “ბეიჯინგ გუანში” ოფიციალურად ჩაირიცხა.
ბურაქის სანაცვლოდ, “გალათასარაიმ” 8 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 2019 წლის 31 დეკემბრამდე გააფორმა კონტრაქტი.
ილმაზი “გალათასარაის” ღირსებას 2012 წლიდან იცავდა და 141 შეხვედრაში 82 გოლის გატანა მოახერხა.